აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეირჩა, როგორც რეგიონში ყველაზე წარმატებული თიზ-ის მოდელი.
ADB-ის უშუალო მიწვევით ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ და ინვესტიციების მოზიდვის უფროსმა თამარ სახეიშვილმა მონღოლეთის მთავრობას გაუზიარეს ფოთის თიზ-ის მართვის გამოცდილება და მისცეს რეკომენდაციები მონღოლეთის თიზ-ების ეფექტურად მოწყობასთან დაკავშირებით.