სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის  სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
საინვესტიციო ჯგუფი წლებია აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
წელს კომპანიაში სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, შეიქმნა CSR სტრატეგია და კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე  პრიორიტეტული მიმართულებებიც გამოიყო,
რომლის გარშემოც გაერთიანდა სამოქმედო გეგმა.