Მალე თბილისში “თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელია ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation  „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი – ნათია ჩხარტიშვილი და “თორაძის ფონდი”.

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის” მიზანია მსოფლიოში ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაცია. ასევე, ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამოვლენა და მხარდაჭერა.

Მემორანდუმი, რომელიც Მხარეებს შორის გაფორმდა, მათი პირველი მასშტაბური კოლაბორაციაა. ფესტივალი კლასიკური და ფოლკლორული დარგის მუსიკის მსოფლიო ვარკვლავებს პირველად დედაქალაქში უმასპინძლებს. Მომავალში კი “თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” ქართული და მსოფლიო მუსიკალური კალენდრის განუყოფელი ნაწილი გახდება.