ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“

პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში გაიხსნა ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“.
ცენტრის მიზანია ინდივიდებისა და ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ზოგადი კეთილდღეობის ხარისხის გაზრდა.
ჩვენი ცენტრის მეთოდიკა, ძირითადად, ეყრდნობა ნორდოფ-რობინსის მუსიკალური თერაპიის იმპროვიზაციის მეთოდს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებულია. თერაპიული პროცესი დამყარებულია ინდივიდის, ჯგუფისა და მუსიკათერაპევტის მუსიკალურ დიალოგზე.

მუსიკათერაპიის პროცესში ჩართვა არ მოითხოვს მუსიკალურ განათლებას, ნიჭს ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის ცოდნას. ის მუშაობს ისეთ სირთულეებთან, როგორებიცაა: ბულინგი, ძალადობრივი ქცევები და ა.შ. ასევე მუშაობს შემდეგი ტიპის მდგომარეობებსა და დარღვევებთან:

აუტისტური სპექტრის აშლილობა
დაუნის სინდრომი
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
ქცევითი აშლილობა
დასწავლის უნარის დარღვევა
გონებრივი ჩამორჩენილობა
მენტალური დარღვევები
გაფანტული სკლეროზი
ინსულტი
ქრონიკულ ტკივილთან დაკავშირებული მდგომარეობები
პათოლოგიური დამოკიდებულებები ნივთიერებებსა და აზარტულ თამაშებზე
პოსტოპერაციული და პოსტქიმიოთერაპიული ონკოგინეკოლოგიური მდგომარეობა
და სხვ.

მუსიკათერაპია წარმატებით გამოიყენება ჯანმრთელობის მენეჯმენტის მიმართულებით. ის ამცირებს სტრესს, შფოთვას, ტკივილს, აუმჯობესებს და ხელს უწყობს ჯანსაღი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ბავშვსა და მშობლებს, ასევე ოჯახის სხვა წევრებს, შორის.

„ბეკარის“ კარი ყველასთვის ღიაა!
მის.: ვაკე, ტ. ტაბიძის ქ. №106
ტელ.: (0 32) 2 19 34 34
ელფოსტა: info@bekari.ge