The Financial წარმოგიდგენთ – სმარტ კაპიტალ ჯგუფის მეღვინეობას. აღმოაჩინე შილდა – საქართველო ცნობილია სტუმარმასპინძლობით, ის ღვინის უძველესი სამშობლოა. ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონი კახეთია, შილდა კი, მისი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი. სწორედ აქ, შილდაში, უახლესი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიით აღჭურვილ ქარხანაში ჩვენი ჯგუფი უძღვება მეღვინეობას. წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ჩვენი პროდუქტი იმ ტრადიციების საფუძველზე იქმნება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძვირფასია. ასეთი ღვინით გამასპინძლება ყოველთვის სიამაყით შეგვიძლია.