2016 წლიდან, სმარტ კაპიტალ ჯგუფის და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით დაარსდა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით, რომელიც თსუ-ს, თსკ-ს და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცემათ.
წლევანდელი სტიპენდიანტები არიან: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, მონოზონი ნინო სამხარაძე; გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ანსამბლ “იალონის” წევრი თეონა ბენაშვილი; გალობის უნივერსიტეტის ბაკალავრი, ანსამბლ “ლალხორ”-ის ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი.