ანსამბლი „ბასიანი“ ფონდმა „ქართული გალობა“ სპეციალური ჯილდოთი და წოდებით – „საუკუნის ანსამბლი“ დააჯილდოვა. ასევე, გადასცა სიგელი და ფულადი ჯილდო 20 000 ლარის ოდენობით.
საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.
დაჯილდოებულთა შორის არიან ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლები – ვანო ჩხარტიშვილი და ნანა გოთუა.