სმარტ კაპიტალ ჯგუფი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებს და განსხვავებული კონცეფციის პროექტებს აერთიანებს თბილისსა და კახეთში.

როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება და ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციების წარმოჩენა მთელი ჯგუფისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს სტუმრების კმაყოფილება და მათ ახალი, საინტერესო ინიციატივები შესთავაზოს.

მეღვინეობა “შილდა”

მეღვინეობა შილდა ღვინის მოყვარულებს ქართული ღვინისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნებას რესტორან „შილდაში“ სთავაზობს. გასაოცარი პანორამული ხედები კავკასიონის ქედზე, აუთენტური გარემო, კახური სტუმართმოყვარეობა, უნიკალური ღვინოები ანსამბლი „შილდას“ მიერ შესრულებული პოლიფონიური სიმღერების ფონზე ნებისმიერი სტუმრისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა.

რესტორანი ხელმისაწვდომია ქორწილების, დაბადების დღეებისა და სხვა სახის შეკვეთების დროს.

სასტუმრო “ბაზზარ”

ბუტიკ სასტუმრო ბაზზარ ძველი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში მდებარეობს. სასტუმროს ეკლექტიკური არქიტექტურა და დიზაინი იდეალურად არის მორგებული ქალაქის ისტორიულ კონტექსტსა და მის ურბანულ ყოველდღიურობას.

ინოვაციური დიზაინის ოთახები ვინტაჟური ელემენტებით, დახვეწილი რესტორანი თეკუნა გაჩეჩილაძის მიერ საგულდაგულოდ შერჩეული კერძებითა და სტუმრებზე მორგებული, უმაღლესი ხარისხის მომსახურება სწორედ ის მთავარი ნიშნულია, საიდანაც სტუმრების კმაყოფილება იწყება.

სასტუმრო ბოდბე

„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ წარმოგიდგენთ სტუმარმასპინძლობის სრულიად ახალ გამოცდილებას, პროექტში – სასტუმრო ბოდბე.

მალე, კახეთის შუაგულში მდებარე კომპლექსი სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის ოთახებს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შესთავაზებს.

სიღნაღის შთამბეჭდავი პანორამული ხედები კი განტვირთვისთვის და დასვენებისთვის იდეალურ გარემოს შექმნის.

„Lily Vanilli”

2017 წლიდან ჯგუფის სტუმარმასპინძლობის მიმართულებას „Lily Vanilli” -ს ბრენდის მყუდრო კაფე-საცხობი შეემატა.

“Lily Vanilli”-ის შექმნის იდეა ბრიტანელი კონდიტერის, ლილი ჯოუნსის სახელს უკავშირდება, რომელმაც საკუთარი ბებიის მიერ ნასწავლი რეცეპტების ინსპირირებით კულინარიის საერთაშორისო ბაზარი დაიპყრო.

პროდუქციის დაგემოვნება, ლონდონის შემდგომ უკვე საქართველოშიც გახდა შესაძლებელი. ბრენდის ნაწარმოები პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით და ინგრედიენტებით, რომელიც არასდროს არის ხელოვნური დანამატებით გაჯერებული.

ლილი ვანილი უკვე წლებია მომხმარებელს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს და საკონდიტრო ბაზარზე  ინარჩუნებს წამყვან პოზიციას.