ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზი) არის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველი საგადასახადო ვალდებულებებისგან განთავისუფლებული ტერიტორია, რომელიც დინამიურად განვითარებად რეგიონალურ სავაჭრო და საწარმოო ჰაბს წარმოადგენს.

ფოთის თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათებით ამავე ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესებს, მათ შორის იმპორტის/რე-ექსპორტის/ექსპორტის პროცედურებს; კომპანიები ფოთის თიზ-ში აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, რომელიც შემდგომ საქართველოს, დსთ-ს რეგიონისა და საერთაშორისო ბაზრებს მიეწოდებათ.

ფოთის პორტთან სიახლოვე, საერთაშორისო სარკინიგზო და სახმელეთო მაგისტრალებზე პირდაპირი წვდომა და ამასთანავე უძველესი აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი სტრატეგიული მდებარეობა, ფოთის თიზ-ს ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას, იყოს საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების დამაკავშირებელი ჰაბი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონში ტვირთების სწრაფ მიმოსვლას.

მწარმოებელი კომპანიები  საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით სარგებლობენ, რაც საშუალებას აძლევთ ფოთის თიზ-ში წარმოებულ პროდუქციაზე მიიღონ ქართული წარმოშობის პრეფერენცირებული სერტიფიკატები სხვადასხვა ბაზრებისთვის, მათ შორის EURO1 და ST1.

ოთის თიზ-ი გთავაზობთ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას, ლიცენზიებს – ბიზნეს სექტორის მიხედვით, სასაწყობე და მიწის ნაკვეთების იჯარას ხანგრძლივვადიანი პერიოდით, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და უწყვეტ რეჟიმში საბაჟოს მომსახურეობებს 24/7.

ფოთის თიზ-ის გუნდი მუდმივად ახორციელებს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც მიმართულია ფოთის თიზ-ის მაშტაბური რეგიონალური სავაჭრო და საწარმოო ჰაბად ჩამოყალიბებისკენ.