„კულინარია, როგორც მოგზაურობა გემოების სამყაროში“ – ამ იდეით თეკუნა გაჩეჩილაძე უკვე წლებია განსხვავებული ქვეყნის, კულტურისა და ინტერესის ადამიანებს მასპინძლობს.
მისი ხელწერა გამორჩეულია, გემოები ნაცნობი და საყვარელი. ინსპირაციას ძირითადად მოგზაურობისას და სხვადასხვა რესტორატორების გამოფენებიდან იმდიდრებს. მრავალფეროვანი გემოვნური, თუ ვიზუალური კულტურა ის მთავარი ინსპირაციაა, რამაც ქართული და უცხოური კერძების ტანდემის იდეამდე მიიყვანა.
სიახლეები და სრული მენიუ ამჯერად „ბაზზარისთვის“ შექმნა, გამორჩეული ბუტიკური ტიპის 20 ნომრიანი, მყუდრო სასტუმროსთვის, რომელიც თბილისის შუაგულში, ფხოვის ქუჩაზე ნებისმიერ მსურველს მოხიბლავს.
თეკუნამ ახალი, ბისტროს ტიპის კონცეპცია, ბაზზარის უცხო და გამორჩეულ დიზაინს მოარგო. რესტორანი უკვე მასპინძლობს მათ, ვისაც უყვარს საინტერესო და გემრიელი კერძები. ბაზზარში გამორჩეული ღვინის ასორტიმენტია, როგორც ქართულ, ასევე უცხოური, მათ შორის, ფრანგული, ახალ ზელანდიური და ჩილეს ღვინოები. შაბათ-კვირას კი, სპეციალური მენიუ და განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს.