სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული მზარდი კომპანიისთვის, ასევე, „სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ვახორციელებთ.
ამ ყველაფერში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებიც ჩართული გვყავს და ამით ვცდილობთ, ჩვენი კომპანია თითოეული წევრისთვის იყოს მეტი, ვიდრე დამსაქმებელი.
სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების დამფუძნებლები და გუნდი
ნანა გოთუა
სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელინანა გოთუა საქველმოქმედო საქმიანობას...
view profileქეთევან პეტრიაშვილი
დირექტორის მოადგილე, ფონდი „აი ია“ქეთი პეტრიაშვილმა ინგლისური ენის განხრით თბილისის...
view profileმარინა რაიდ-ალთუნაშვილი
ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრის, „ბეკარის“, თერაპევტი, თანადამფუძნებელიმარინა რაიდ-ალთუნაშვილი „სმარტ კაპიტალ...
view profileბაია ჟუჟუნაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი , ფონდი „ქართული გალობა“ბაია ჟუჟუნაძე მუსიკოლოგიის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო...
view profileნინო რაზმაძე
პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელინინო რაზმაძე ეთნომუსიკოლოგი, თბილისის...
view profile

აი ია
სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია–რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა და მეცენატმა ვანო ჩხარტიშვილმა მეუღლესთან, ნანა გოთუასთან, ერთად დააფუძნა. ფონდის მიზანია მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ფონდის საბჭოს საპატიო წევრები არიან: ქეთევან ნემსაძე, შოთა ჯაფარიძე, ივანე ქევანიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, ვახტანგ კახიძე და მისი უდიდებულესობა მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკი.
ბეკარი
„ბეკარი“ პირველი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრია, რომელიც დაფუძნდა საქართველოსა და ამიერკავკასიაში მუსიკით მკურნალობის მეთოდზე. მუსიკათერაპია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ფორმაა და გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში.
„ბეკარში“ აპრობირებული ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიული მეთოდი ერთ-ერთი მოწინავეა, ეს არის აქტიური ინტერაქციული თერაპიული პროცესი, რომელიც წარიმართება თერაპევტსა და თერაპიის მიმღებ ინდივიდს ან ჯგუფს შორის.


საქველმოქმედო ფონდი "გალობა"
საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ ქართული სიმღერა-გალობის, ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობითა და პროექტებითაა გამორჩეული. მისი ძირითადი საქმიანობა კი ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. 2016 წელს დაწესდა არტემ ერქომაიშვილის სახელობის ყოველწლიური პრემიაც ქართული ტრადიციული გალობის საუკეთესო შემსრულებელთა და მკვლევართა გამოსავლენად.

რაგბის კლუბი "ძმები"
„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ პატრონაჟსა და სპონსორობას უწევს რაგბის სკოლა „ძმებს“, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. სკოლაში 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის თეორიული თუ პრაქტიკული ვარჯიშები ტარდება და მდებარეობს კეთილმოწყობილ სპორტულ ბაზაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მუშთაიდის პარკში.
ვარჯიშებს ლიცენზირებული და გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან, მათ შორის, ეროვნული ნაკრებიდან და სხვა გუნდებიდან მოწვეული მორაგბეები. სკოლა ყველა საჭირო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი, ასევე სრულად დაცულია უსაფრთხოება.