საცალო ბიზნესის მიმართულებით სმარტ კაპიტალ ჯგუფი “Eshvi”–ისა და “Eshvi Kids”–ის ბრენდებითაა წარმოდგენილი. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ ორივე კომპანიას, საქართველოს გარდა, ამერიკასა და ევროპაშიც კარგად იცნობენ. მომხმარებელთა შორის მრავლად არიან მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვა გამოჩენილი ადამიანები.
Eshvi
„Eshvi” 2014 წელს დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა. ის დახვეწილი, გემოვნებიანი და ფერადი კოლექციებით არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე ამერიკასა და ევროპაში. ბრენდი ხშირადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე, პროდუქციის შეძენა კი მსოფლიოს 60-მდე მაღაზიაშია შესაძლებელი.
ბრენდმა 2020 წელს, სახელმწიფოს დახმარებით, ექსპორტზე ნახევარი მილიონი ლარის “Eshvi”-ის პროდუქციის გაიტანა შეძლო, რამაც განაპირობა მისი დიდი წარმატება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
Eshvi Kids
Eshvi Kids-ი საბავშვო ტანსაცმლის ბრენდია, რომლის მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხის, ანტიალერგიული და ორგანული პროდუქციის შექმნაა. საბავშვო ხაზის მიმართულებით პოზიციონირება განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ნიშაა. სწორედ ამიტომ ბრენდი საგულდაგულოდ არჩევს ისეთ ნატურალურ ქსოვილებს, როგორიც არის ორგანული ბამბა, ასევე 100%-იანი ნატურალური ტილო.
2020 წელს Eshvi Kids-ის საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზეც გავიდა. ამავე წელს ბრენდმა მონაწილეობა მიიღო ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, როგორიცაა “Pitti Bimbo”.