საკონტაქტო ინფორმაცია
მოგვწერეთ
მოგვწერეთ
თამარ სვანიძე
ეშვი ქიდს
დამფუძნებელი
თამარ სვანიძემ 2008 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2009-2010 წლებში ლონდონში, სენტ მარტინის ხელოვნების უნივერსიტეტში, დიზაინის განხრით სწავლობდა, აგრეთვე წარმატებით დაასრულა სხვადასხვა სერტიფიცირებული კურსი.
2011 წელს მან კომპანია „ეშვი“, ხოლო 2017 წ. „ეშვის“ საბავშვო ტანსაცმლის ხაზი „ეშვი ქიდსი“ დააფუძნა. კომპანია ბავშვის ორგანულ, ეკომეგობრულ ტანისამოსს უშვებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იყიდება.
დავით ებრალიძე
გენერალური დირექტორი
2018 წლიდან დღემდე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი. 2016-2018 წლებში სმარტ კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 2013-2015 წლებში დავითი მუშაობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2012-2013 იგი გახლდათ სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მრჩეველი. 2010-2012 წლებში იკავებდა იურისტის პოზიციას ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს ოფისში. პარალელურად, 2014 წელს იგი იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებული ეკონომიკური საბჭოს გარდამავალი ხელმძღვანელის თანამდებობას. 2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, ხოლო 2007-2008 წლებში კომპანია ახალ ქსელებში.
გიორგი კვარაცხელია
დირექტორის მოადგილე
გიორგი კვარაცხელია მუშაობს ფოთის ინდუსტრიულ ზონაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლიდან. ბოკონის უნივერსიტეტში, იტალიაში სწავლის შემდეგ გიორგიმ სამუშაო გამოცდილება მიიღო საპარტნიორო ფონდში და აკადემიკოს ფ.თოდუას სახელობის კლინიკაში, მენეჯერად. 2017 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა სმარტ კაპიტალში ბიზნეს მენეჯერად. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ, სამედიცინო და ფინანსურ სფეროში. არის ერთ-ერთი პირველი ბლოქჩეინ კომპანიის თანა დამფუძნებელი საქართველოში და აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიურ პროექტებში და სტარტაპებში.
ზურაბ სავანელი
მთავარი ინჟინერი
ზურაბ სავანელი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მისი შექმნიდან 2008 წლიდან არის დასაქმებული, ამჟამად თიზ-ის მთავარი ინჟინრის პოზიციას იკავებს. 2004 – 2008 წლებში პროექტების მენეჯერის თანამდებობა ეკავა „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკში“. 2001 – 2004 წლებში კი სსიპ სამეცნიერო-საწარმო ცენტრის „საქნაპირდაცვის“ მეცნიერების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზეა. განათლება მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოოგის ფაკულტეტზე ინჟინერ-ოკეანოლოგის სპეციალობით, აქვე 2001 – 2002 წლებში კითხულობდა სალექციო კურსს ოკეანოლოგიაში, ამჟამად გახლავთ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის ინსტიტუტის იუნესკოს სამთავრობათაშორისო კომისიის ოკეანოგრაფიულ მონაცემთა გაცვლის საერთაშორისო პროგრამის თსუ-ს ცენტრი/განყოფილების გამგის მოადგილე, მეცნიერ მკვლევარი. გავლილი აქვს სასწავლო-სამეცნიერო კურსები ოკეანოლოგიაში ევროპის და აშშ ინსიტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და ოკეანოგრაფიულ საექსპედიციო კვლევებში, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები.
თამარ სახეიშვილი
ინვესტიციების მოზიდვის ხელმძღვანელი
თამარ სახეიშვილი ფოთის თიზ-ის გუნდს შეურეთდა 2010 წელს მარკეტინგის აღმასრულებლის ასისტენტის პოზიციაზე და მას შემდეგ ეტაპობრივად და წარმატებით გაიარა ყველა თანამდებობრივი პოზიცია, მათ შორის 2015 წლიდან ინვესტიციების სენიორ ოფიცერი და 2018 წლიდან უკავია ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. მისი უშუალო მონაწილეობით ფოთის თიზ-ში დარეგისტრირდა მრავალი მწარმოებელი და სავაჭრო კომპანია. თამარის პორტფელი მოიცავს ტექსტილის, საპოხი მასალების, პლასტმასის დანამატების, თხილის წარმოების პროექტების წარმატებით განხორციელებას და სხვადასხვა პროდუქციის რეგიონალური სადისტრიბუციო ცენტრების განთავსებას ფოთის თიზ – ში. 2015 წელს იგი დაჯილდოვდა ეროვნული სერთიფიკატით, სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის. თამარს აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ბაკალავრის დიპლომი და არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი.
ნანა გოთუა
სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი
ნანა გოთუა საქველმოქმედო საქმიანობას მრავალი მიმართულებით ეწევა. ის 2012 წლიდან საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობა“ ხელმძღვანელობს, რომელიც მეუღლესთან, ვანო ჩხარტიშვილთან, ერთად დააფუძნა. ნანა 2014 წლიდან გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმები, რომელთაც სასწავლებლის აღმავლობა განსაზღვრა, სწორედ მის სახელს უკავშირდება.
2013 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ფონდ „ქართული გალობის“ ყოველწლიური დაჯილდოება − კონცერტი, რომლის მიზანი ქართული ტრადიციული კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა მხარდაჭერაა. 2016 წელს კი ასევე დააარსა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებლებისა და მკვლევართათვის.
ამავე წელს ჩხარტიშვილების ოჯახმა დააფუძნა პირველი და ერთადერთი აბილიტაცია-რეაბილიტაციის ფონდი „აი ია“ სმენადაქვეითებული ბავშვების სრულყოფილი მომსახურებით.
ქეთევან პეტრიაშვილი
დირექტორის მოადგილე
ფონდი „აი ია“
ქეთი პეტრიაშვილმა ინგლისური ენის განხრით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა.
„სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2019 წლიდან შემოუერთდა და დღემდე სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდის, „აი იას“, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს.
სალომე ბარბაქაძე
მრჩეველი
ფონდი „აი ია“
სალომე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის ხარისხის მფლობელია. ის ადრეული ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ოჯახებთან მუშაობდა.
აღნიშნულ პროგრამას პირველად ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბავშვისა და ადამიანის განვითარების ცენტრში, გაეცნო. ის ადრეული განვითარების ტრენერი, სუპერვაიზორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ გუნდს 2018 წლის ბოლოს მრჩეველ–კონსულტანტის
პოზიციაზე შემოუერთდა და ამჟამად პროექტების განვითარების მიმართულებითაც მუშაობს.
ბაია ჟუჟუნაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ფონდი „ქართული გალობა“
ბაია ჟუჟუნაძე მუსიკოლოგიის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტია. „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2016 წლიდან ფონდ „ქართული გალობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა.
ნინო რაზმაძე
პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელი
ნინო რაზმაძე ეთნომუსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
ის ასევე არის მრავალი პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე. „სმარტ კაპიტალის ჯგუფს“ 2015 წლიდან შემოუერთდა და დღემდე ფონდის „ქართული გალობა“ პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელია.
ნათია ჩხარტიშვილი
დამფუძნებელი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ლონდონში სწავლის შემდეგ ნათია ჩხარტიშვილმა მოდისა და სასტუმრო ინდუსტრიაში დაიმკვიდრა თავი. საცალო ვაჭრობის სფეროში 12-წლიანი გამოცდილება მას ახალი იდეების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარა. შედეგად, მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია პოპულარული და გაყიდვადია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ამჟამად ნათია „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ სასტუმროების, ღვინისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ინოვაციურ პროექტებს ხელმძღვანელობს. ის კომპანიას დაარსების დღიდან შეუერთდა.
მარიკა ვახტანგიშვილი
ფინანსური დირექტორი
მარიკა ვახტანგიშვილი „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2016 წელს შემოუერთდა და ამჟამად ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებს. მანამდე ის “Ernst & Young LLP”-ისა (ლოს-ანჯელესი) და “EY Georgia LLC”-ის საქართველო აუდიტორული პრაქტიკის მენეჯერი იყო.
მარიკა ESM-ის (ევროპული მენეჯმენტის სკოლა) ბაკალავრი და დიპლომირებული სერტიფიცირებული ბუღალტერია.
რატი ღვამბერია
გენერალური დირექტორი
რატი ღვამბერიამ „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ 2005 წელს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, წლების განმავლობაში დაწინაურდა, წამოიწყო, განავითარა არაერთი წარმატებული პროექტი და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯგუფში იკავებდა სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას.
2017 წლიდან რატი დაინიშნა ჯგუფის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ის ხელმძღვანელობს მასში შემავალ ყველა კომპანიასა და პროექტს.
რატის წარჩინებით აქვს დასრულებული გრენობლის ბიზნესსკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამა, ასევე ფლობს BBA ხარისხს ფინანსებში კავკასიის ბიზნესსკოლიდან.
ხატია ღვამბერია
მთავარი იურისტი
ხატია ღვამბერია „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2013 წელს შემოუერთდა. მისი პრაქტიკული საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს საერთაშორისო და კორპორაციული სამართალი, M&A, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა.
ხატიას ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო იურისდიქციის ფარგლებში განხორციელებულ არაერთ კომპლექსურ და მაღალი ღირებულების მქონე კომერციულ საერთაშორისო ტრანზაქციებზე მუშაობას ემყარება. ის ლონდონის ბიზნესის და ფინანსების სკოლის მაგისტრის (LLM) ხარისხის მფლობელია საერთაშორისო ბიზნესსამართლის განხრით.
გიგი გოგაშვილი
მთავარი იურისტი
გიგიმ 2006 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მას 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, მუშაობდა იურისტად კერძო, ასევე, საბანკო, სატრანსპორტო და კორპორაციული სამართლის მიმართულებით.
2015-2016 წლებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“-ის, საორგანიზაციო კომიტეტის, ხოლო 2016-2019 წლებში “Hualing Group”-ის მთავარი იურისტი იყო, 2019-2020 წლებში კი “Hualing Group”-ის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გვანცა გუშარაშვილი
მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი
გვანცა 2020 წლიდან „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორია.
მისი სამუშაო გამოცდილება 18 წელს აღემატება. მიმართულებები, სადაც მან გამოცდილება მიიღო, საკმაოდ მრავალფეროვანია − ღონისძიების დაგეგმვა, გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგული კომუნიკაციები. გვანცას სამუშაო გამოცდილება ისეთ კომპანიებს უკავშირდება, როგორებიცაა: გამომცემლობა “M-Publishing”-ი, სარეკლამო სააგენტო „მოზაიკა“, „სტანდარტ ბანკი“, „ტერაბანკი“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, „საქართველოს ბანკის“ SOLO.
გვანცას ფილოლოგისა და ჟურნალისტის ბაკალავრის დიპლომი აქვს, ხოლო მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მიიღო.
ირაკლი ცაგარეიშვილი
რეპორტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ირაკლი ცაგარეიშვილი შემოუერთდა სმარტ კაპიტალს 2021 წელს, რეპორტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მას 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ფინანსების მიმართულებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ფინტექი, ნავთობი და დეველოპმენტი. ახალ პოზიციამდე იგი 4 წლის განმავლობაში იყო ფინანსებისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე სს აქსის თაუერსში. აქვს ბაკალავრის ხარისხი, თავისუფალი უნივერსიტეტი (ESM), ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები.
სალომე ანდრაზაშვილი
რეპორტინგის დეპარტამენტის უფროსი
2017 წელს სალომე ანდრაზაშვილი „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ შემოუერთდა და შპს „სელექთის“ ფინანსური მენეჯერის პოზიცია დაიკავა. სალომემ 2010 წელს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების განხრით „იესემის“ European School of Business (ESM) ბაკალავრის, ხოლო 2012 წელს ფინანსების მაგისტრის ხარისხი (ESADE Business School, Barcelona Spain) მოიპოვა. გარდა ამისა, 2008 წელს London School of Economics-ში დამატებითი კურსები − Principles of Accounting, Judgement and Decision Making for Management – ACCA: F1, F2, F3, F4, F5, F7, F8 − გაიარა.
სალომეს 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. 2012-2014 წლებში შემოსავლების სამსახურში პირადი საგადასახადო მრჩეველის პოზიციაზე მუშაობდა, 2014-2017 წლებში კი − “EY Georgia”-ს აუდიტის დეპარტამენტში.
ვახტანგ ჯიშკარიანი
საოპერაციო დირექტორი
მეღვინეობა შილდა
ვახტანგ ჯიშკარიანმა 2004 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოჭკოვან ოპტიკური ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა, ასევე, გაიარა მთავარი ბუღალტრის, ფინანსური მენეჯერისა და აუდიტის საკვალიფიკაციო კურსები.
ვახტანგს 13-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის, ხორცკომბინატში, სუპერმარკეტების ქსელ „იბისიში“ და აუდიტორულ კომპანიაში, სადაც ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. 2019-2020 წლებში იყო „კახური ტრადიციული მეღვინეობის ფინანსური მენეჯერი, ასევე, 3 ქარხნის (2 საკონსერვო და 1 ღვინის) დირექტორი, ანალიტიკოსი, შესყიდვებისა და ქარხნების განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.
მერაბ მიქაშავიძე
მთავარი ტექნოლოგი
მეღვინეობა შილდა
მერაბ მიქაშავიძემ 1981 წელს საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტი დაამთავრა, 1984 წელს კი ეკონომისტის სპეციალობით ამავე ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების ფაკულტეტი.
მიხელი მეღვინეობის კვალიფიცირებული ინჟინერ-ტექნოლოგია. ამ ინდუსტრიაში საქმიანობა 1975 წლიდან მუშის პოზიციიდან დაიწყო, შემდგომ კი შრომის უსაფრთხოების, საამქროს უფროსისა და მთავარი ინჟინრის თანამდებობები ეკავა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კომპანიებს − „სარაჯიშვილი“,„ოკამი“, „ვაზი“ „გრუზვინპრომსი“, 2015 წლიდან კი „მეღვინეობა შილდას“ წარმოების უფროსად მუშაობს.
თეიმურაზ კორტავა
მთავარი მეღვინე
თეიმურაზი „სმარტ კაპიტალს ჯგუფს“ 2019 წელს შემოუერთდა. ის 20 წელზე მეტია ამ სფეროში საქმიანობს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
თეიმურაზმა წარჩინებით დაასრულა სწავლა და მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი მიიღო. 2005 წელს მან პრაქტიკის კურსი გაიარა ინგლისში, კრანფილდის უნივერსიტეტში.
დავით დევდარიანი
გენერალური დირექტორი
Kaz Property Management
დავით დევდარიანი „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2014 წელს შემოუერთდა და ჩვენი შვილობილი კომპანიის − “Kaz Property Management”-ის − გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა.
დავითს სხვადასხვა კომპანიაში მენეჯერულ პოზიციებზე 26-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. 1993 წელს მან წარჩინებით დაასრულა აგრარული უნივერსიტეტი.
გაგა ფრიდონაშვილი
დირექტორი
ნავთობტერმინალი
გაგა ფრიდონაშვილი „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის − “Vibro Diagnostik FZI”-ის − დირექტორია. ის გუნდს 2016 წლიდან შემოუერთდა.
გაგამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი მან სწავლა ფრაიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განაგრძო. გაგას აქვს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება, მათ შორის წამყვან პოზიციებზე.
გია კილაძე
ტექნიკური დირექტორი
ნავთობტერმინალი
გია კილაძე „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის − “Vibro Diagnostik FZI”-ს − ტექნიკური დირექტორია. ის გუნდს 2015 წლიდან შემოუერთდა და ლოგისტიკისა და ოპერაციების მიმართულებას კურირებს.
გიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და ტრანსპორტის, ხიდებისა თუ გვირაბების მშენებლობის სპეციალისტია. მას სხვადასხვა ცნობილ კომპანიაში მუშაობის 32-წლიანი გამოცდილება აქვს.
ბესიკ ჩიხლაძე
ფინანსური დირექტორი
ნავთობტერმინალი
ბესიკ ჩიხლაძე „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2017 წლიდან შემოუერთდა და ამჟამად ენერგიით ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულების, კერძოდ, “Vibro Diagnostik FZI”-ის, ფინანსური დირექტორია.
ბესოს წამყვან კომპანიებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2011 წლებში ის მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, 2011-2013 წლებში ექსპორტის კომპანიის დირექტორია, ხოლო 2013-2016 წლებში პროექტების მართვის სააგენტოს შიდააუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2016-2017 წლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა.
თამაზ ბიძინაშვილი
მთავარი ინჟინერი – ტექნიკური სამსახურის უფროსი
1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი – ენერგეტიკის ფაკულტეტი. სპეციალობა: ელექტრო ამძრავი და სამრეწველო დანადგარების ავტომატიზაცია. მიიღო ინჟინერ-ელეტრიკოსის დიპლომი.
1972 წელს მუშაობა დაიწყო მძიმემრეწველობის ელექტრო საპროექტო -საკვლევ ინსტიტუტში-ინჟინრის თანამდებობაზე, შემდეგ უფროსი ინჟინრის და წამყვანი ინჟინრის თანამდებობებზე.
1980 წლიდან მუშაობდა საწარმოოგაერთიანება „თბილთამბაქო“ს ფილიალის მთავარ ენერგეტიკოსად,მთავარ ინჟინრად,მთავარ მეტროლოგად.
1998 წლიდან მუშაობდა სს „თბილისის თამბაქო“ში მთავარ ენერგეტიკოსად,შემდეგ ტექნიკური დეპარტამენტის უფროსად.
2011 წლიდან დღემდე აღნიშნულ კომპანიაში მუშაობს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.
გენადი შოშიაშვილი
მთავარი ტექნოლოგი
1975 წელს დაამთავრა ქ.კრასნოდარის პოლიტექნიკური ინსტიტუტი – თამბაქოს ტექნოლოგიის განხრით .
1975 – 1982 წლებში მუშაობდა „თბილისის თამბაქო“ს საფერმენტაციო ქარხანაში და „საქთამბაქო“ს სამმართველობაში.
1983 -1987 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენელი ინდოეთის რესპუბლიკაში , ახორციელებდა თამბაქოს შესყიდვას.
1988 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა გაერთიანება „თბილთამბაქო“ში.
2000 წლიდან დღემდე მუშაობს სს“თბილისის თამბაქო“ში – საამქოროს უფროსის თანამდებობაზე.
გიზო დოლიძე
წარმოების ხელმძღვანელი
გიზო დოლიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გიზო თბილისის თამბაქოს გუნდს შემოუერთდა 2011 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე, წამყვანი პოზიციებზე, კერძოდ:
2011-2012 – სიაგრეტის საამქროს უფროსი;
2012-2019 – წარმოების დირექტორი;
2019 – წელს 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა შპს „გეო დისტრიბუცია“-ს დირექტორის თანამდებობაზე
2019-დან დღემდე მუშაობს წარმოების დირექტორის თანამდებობაზე.
მიხეილ ჩხარტიშვილი
დამფუძნებელი
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
მიხეილ ჩხარტიშვილმა ლონდონში სწავლის შემდეგ საქართველოში განაგრძო საქმიანობა. როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ის „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ კორპორაციულ სტრუქტურას ხელმძღვანელობს და ამავდროულად სტრატეგიულ მიმართულებასა და ინვესტორებთან ურთიერთობასაც კურირებს.
მიხეილი კომპანიას დაარსების დღიდან შემოუერთდა და ჯგუფში კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება განავითარა − მან საქართველოში თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების შექმნასა და საერთაშორისო ბაზარზე გატანას შეუწყო ხელი.
თამაზ შენგელაია
ფინანსური დირექტორი
თამბაქო
თამაზ შენგელაია 2018 წლიდან დღემდე „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის, „თბილისის თამბაქოს“, ფინანსური დირექტორია. მან 1999 წელს პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური აპარატურის ფაკულტეტი დაამთავრა და ფინანსების სფეროში 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება დააგროვა.
სხვადასხვა დროს იყო მთავარი ბუღალტრის ასისტენტი სადაზღვევო კომპანია “Interpolis”-ში (1998-1999), საკრედიტო ოფიცერი “Georgian Post Bank”-ში (1999-2001), ფინანსური მენეჯერი „სამგორში (2001-2006), ფინანსური დირექტორი „იოლსა“ (2006-2011) და „თბილისის თამბაქოში“ (2011-2015); ასევე მთავარი ბუღალტერი “Jacobs Douwe Egberts (Caucasus)”-ში (2015-201).
ილია ქანთარია
გეოდისტრიბუციის ხელმძღვანელი
„სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2016 წელს შემოუერთდა. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. განათლება ფინანსებისა და ბიზნესადმინისტრაციის მიმართულებით მიიღო. მუშაობდა ისეთ წარმატებულ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: შპს „სამგორი“ და საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა”, ასევე, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.
2016 წლამდე ჩვენი შვილობილი კომპანიის, „მეღვინეობა შილდას“, თანამშრომელი გახლდათ, ხოლო ამჟამად „გეოდისტრიბუციის“ ხელმძღვანელია.
ბესიკ მელაშვილი
ფინანსური დირექტორი
გეოდისტრიბუცია
2018 წელს ბესიკი „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა, 2019 წლიდან კი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, შპს „გეოდისტრიბუციის“, ფინანსური დირექტორია. საქართველოს მასშტაბით მას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ბესიკმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო–საბანკო ფაკულტეტი დაამთავრა და შემდგომ სწავლა ეკონომიკისა და ბიზნესის, ამავდროულად, იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო.
ლევან სკამკოჩაიშვილი
გენერალური დირექტორი
თამბაქო
ლევან სკამკოჩაიშვილი „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2011 წელს შემოუერთდა. მას მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 1988 წლიდან ჯანდაცვის მენეჯერია. ამჟამად „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის, „თბილთამბაქოს“, დირექტორის პოზიცია უკავია.