სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის სოციალური პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, საინვესტიციო ჯგუფი მხარს უჭერს სოციალურ პროექტებს და კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
ფონდები
აი ია
სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია–რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ 2016 წელს დაარსდა.
ფონდის მიზანია მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საქველმოქმედო ფონდი “გალობა”
საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით დაარსდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული სიმღერა-გალობის, ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობითა და პროექტებითაა გამორჩეული. მისი ძირითადი საქმიანობა კი ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. 2016 წელს დაწესდა არტემ ერქომაიშვილის სახელობის ყოველწლიური პრემიაც ქართული ტრადიციული გალობის საუკეთესო შემსრულებელთა და მკვლევართა გამოსავლენად.
სპორტი
რაგბის სკოლა „ძმები“
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ახალგაზრდა მორაგბეების განვითარების მიზნით, რაგბის სკოლა „ძმები“, სმარტ კაპიტალ ჯგუფის პატრონაჟით, 2017 წელს დაარსდა.
სკოლაში 6-დან 12 წლამდე ბავშვები მუშთაიდის კეთილმოწყობილ და უსაფრთხოდ დაცულ სპორტულ ბაზაზე აქტიურად ვარჯიშობენ და სპორტის ამ სახეობასთან ერთად, მეგობრობას, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, სამართლიანობას და სხვა ღირებულებებს სწავლობენ.
ვარჯიშებს ლიცენზირებული და გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან, მათ შორის, ეროვნული ნაკრებიდან და სხვა გუნდებიდან მოწვეული მორაგბეები. სკოლა ყველა საჭირო, თანამედროვე სტანდარტების ინვენტარითაა აღჭურვილი.