„შილდას“ ღვინოებმა „დეკანტერის“ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
„დეკანტერის“ საერთაშორისო მეღვინეობის კონკურსში, რომელიც უკვე მე-17-ედ გაიმართა, „მეღვინეობა შილდას“ 3 სახეობის ღვინო 2 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
ბრინჯაოს მედლები გადაეცათ „ცოლიკაურსა“ და „ხიხვს“, ხოლო ვერცხლის მედალი დაიმსახურა ღვინო „ნაფარეულმა“.
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი „შილდაში“
„მეღვინეობა შილდაში“, რომელიც „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა, მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. მეღვინეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი კარლ ჰარლცელი სტუმრობდა, რომელმაც ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა, გაიცნო ქარხანაში მომუშავე გუნდი და დააგემოვნა წარმოდგენილი პროდუქცია. ვიზიტის ფარგლებში ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანი კომპოზიციები შესრულდა მუსიკალური გუნდის, „შილდას“, მიერ, რამაც სტუმრებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.
როგორც იცით, „მეღვინეობა შილდამ“ ევროკავშირისა და EBRD-ს მხარდაჭერით 2019 წელს რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტური კომპანიის ჯილდო მოიპოვა.
ევროკავშირისა და EBRD-ს მხარდაჭერით შეძენილმა ენერგოეფექტურმა აღჭურვილობამ „შილდაში“:
60%-ით შეამცირა მოხმარებული ენერგია
ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
საგრძნობლად შემცირდა მოხმარებული ენერგია
ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია მენეჯმენტისა და კომპანიაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის როლი, რომელთა დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.