Poti Free Industrial Zone ფოთის თავისუფალმა იდუსტრიულმა ზონამ, ლონდონში გამართულ „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში” მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში ფოთის თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ ფოთის თიზ-ში ბიზნეს საქმიანობის წარმართვის უპირატესობები წამყვან ბრიტანულ და საერთასორისო კომპანიების ხელმძღვანელებს გააცნო.
სმარტ კაპიტალ ჯგუფის წევრი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის პირველი საგადასახადო ვალდებულებებისგან განთავისუფლებული ტერიტორია საქართველოში და კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმოადგენს დინამიურად განვითარებად რეგიონალურ სავაჭრო და საწარმოო ჰაბს.