2022 წლის 25 მაისს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელსა და რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტს შორის ისტორიული მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, ასევე დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. მემორანდუმი მნიშვნელვან როლს შეასრულებს ორქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში.