ჩვენი ჯგუფის სოციალური მიმართულების ფონდი „აი ია“ MAC Georgia-ს მცირე გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. სმენადაქვეითებულ ბავშვთა მხარდასაჭერად, სპეციალისტებისა და მშობლებისთვის ითარგმნება და გამოიცემა სახელმძღვანელო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სახელმძღვანელო ინტეგრირდება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსის სილაბუსში, ასევე გაიმართება შეხვედრები რეგიონში არსებული ორგანიზაციების ჩართულობით.