ნანა გოთუა

ნანა გოთუა საქველმოქმედო საქმიანობას მრავალი მიმართულებით ეწევა. ის 2012 წლიდან საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობა“ ხელმძღვანელობს, რომელიც მეუღლესთან, ვანო ჩხარტიშვილთან, ერთად დააფუძნა. ნანა 2014 წლიდან გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმები, რომელთაც სასწავლებლის აღმავლობა განსაზღვრა, სწორედ მის სახელს უკავშირდება.

2013 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ფონდ „ქართული გალობის“ ყოველწლიური დაჯილდოება − კონცერტი, რომლის მიზანი ქართული ტრადიციული კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა მხარდაჭერაა. 2016 წელს კი ასევე დააარსა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებლებისა და მკვლევართათვის.

ამავე წელს ჩხარტიშვილების ოჯახმა დააფუძნა პირველი და ერთადერთი აბილიტაცია-რეაბილიტაციის ფონდი „აი ია“ სმენადაქვეითებული ბავშვების სრულყოფილი მომსახურებით.