გაგა ფრიდონაშვილი

დირექტორი

ნავთობტერმინალი

გაგა ფრიდონაშვილი „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის − “Vibro Diagnostik FZI”-ის − დირექტორია. ის გუნდს 2016 წლიდან შემოუერთდა.

გაგამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი მან სწავლა ფრაიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განაგრძო. გაგას აქვს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება, მათ შორის წამყვან პოზიციებზე.