
თამბაქო
„სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ შემავალი თბილისის თამბაქოს საწარმო მაღალტექნოლოგიური დანადგარებითაა აღჭურვილი, აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც წლების განმავლობაში იმკვიდრებდა თავს ქართულ ბაზარზე.
დღეს საწარმო თავის სეგმენტში ბაზრის ლიდერია, დასაქმებული ჰყავს 500-მდე ადგილობრივი და მის პორტფელში შედის სიგარეტისა და დაფასოებული თამბაქოს სხვადასხვა ბრენდი, მათ შორის, „პირველი“, „რიო“ და „ამერიკან გოლდი“.