საცალო ბიზნესის მიმართულებით სმარტ კაპიტალ ჯგუფიდიდ ბრიტანეთში “Eshviისა და “Eshvi Kidsის ბრენდებითაა წარმოდგენილი. ორივე კომპანიის პროდუქციას ამერიკასა თუ ევროპაში კარგად იცნობენ და მომხმარებელთა შორის მრავლად არიან მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი ადამიანები.

Eshvi

Eshvi, რომელიც სამკაულების ბრენდია, 2014 წელს ბრიტანეთშია დაფუძნებული. პროდუქცია ხშირადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე, შეძენა კი მსოფლიოს 60-მდე მაღაზიაშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ბრენდმა 2020 წელს სახელმწიფოს დახმარებით ექსპორტზე ნახევარი მილიონი ლარის “Eshvi”-ის პროდუქციის გატანა მოახერხა.

Eshvi Kids

“Eshvi Kids”-ი საბავშვო ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ნატურალური და ანტიალერგიული მასალისგან იკერება და გამოიყენება როგორც ორგანული ბამბა, ასევე 100%-იანი ნატურალური ტილო, რომელსაც კომპანიის დაკვეთით აწარმოებენ.

2020 წელს “Eshvi Kids”-ის საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზეც კი გავიდა და ამავე წელს ბრენდმა მონაწილეობა მიიღო ისეთ მასშტაბურ გამოფენაზე, როგორიცაა “Pitti Bimbo”.