ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის პირველი საგადასახადო ვალდებულებებისგან განთავისუფლებული ტერიტორია საქართველოში და კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმოადგენს დინამიურად განვითარებად რეგიონალურ სავაჭრო და საწარმოო ჰაბს.
ფოთის თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათებით თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესს, მათ შორის იმპორტის/რე-ექსპორტის/ექსპორტის პროცედურებს; კომპანიები ფოთის თიზ-ში აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, რომელსაც აწვდიან საქართველოს, დსთ-ს რეგიონისა და საერთაშორისო ბაზრებს.

ფოთის თიზ-ის სტრატეგიული მდებარეობა, რაც გამოიხატება ფოთის პორტთან სიახლოვით, საერთაშორისო სარკინიგზო და სახმელეთო მაგისტრალებზე პირდაპირი წვდომით და ამასთანავე უძველესი აბრაშუმის გზის დამაკავშირებელ დერეფანზე მდებარეობით, ფოთის თიზ-ს ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას იყოს საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების დამაკავშირებელი ჰაბი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონში ტვირთების სწრაფ მოძრაობას.
მწარმოებელი კომპანიები სარგებლობენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რაც საშუალებას აძლევთ ფოთის თიზ-ში წარმოებულ პროდუქციაზე მიიღონ ქართული წარმოშობის პრეფერენცირებული სერტიფიკატები სხვადასხვა ბაზრებისთვის, მათ შორის EURO1 და ST1.

ფოთის თიზ-ი გთავაზობთ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას, ლიცენზიებს – ბიზნეს სექტორის მიხედვით, სასაწყობე და მიწის ნაკვეთების იჯარას ხანგრძლივვადიანი პერიოდით, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და უწყვეტ რეჟიმში საბაჟოს მომსახურეობებს 24/7. ფოთის თიზ-ის გუნდი მუდმივად ახორციელებს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც მიმართულია ფოთის თიზ-ის მაშტაბური რეგიონალური სავაჭრო და საწარმოო ჰაბად ჩამოყალიბებისკენ.