სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელის მფლობელია. დღეისთვის მის მართვაში 7 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო კატეგორიის პროექტი შედის როგორც თბილისში, ასევე კახეთში, კერძოდ, შილდასა და სიღნაღში.

თითოეული დასაქმებული თანამშრომელი ხარისხის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტებს მკაცრად იცავს. როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციის საუკეთესო მიმართულებით წარმოჩენა მთელი ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
 

გარდა „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ ობიექტებში სტუმრობისა, მომხმარებელს  სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით სრულ მენეჯმენტსერვისს ვთავაზობთ − პროცესის დაგეგმვიდან, ბიზნესის მართვით დასრულებული, მოთხოვნის მიხედვით.

რესტორანი "შილდა"

რესტორანი „შილდა“ უნიკალური ადგილია, რომელიც მოქცეულია მევენახეობის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ ზოლში − ქინძმარაულის მიკროზონაში. ადგილმდებარეობა გასაოცარია, მათ შორის მოგხიბლავთ პანორამული ხედები კავკასიონის ქედზე და მწვანე გარემო, რომელიც განსაკუთრებულადა მიმზიდველი.

„მეღვინეობა შილდა“ ასევე გამოირჩევა თავისი გემრიელი სასმელით, კერძებით, დახვეწილი ინტერიერითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით. აქვე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, დატკბნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლის, „შილდას“, პოლიფონიური სიმღერებით.

სასტუმრო "ბაზარი"

ბუტიკ სასტუმრო “ბაზზარ” თბილისის ძველი უბნის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნაწილში მდებარეობს. უკომპრომისო არქიტექტურით სასტუმრო ერთდროულად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ კონტექსტსს და მის ურბანულ თანამედროვე ყოველდღიურობას.
თითოეული ოთახი აქ თბილისის მდიდარ და ეკლექტურ ისტორიის ნაწილია, თუმცა ამავე დროს, სასტუმროს ინტერიერი თანამედროვე დიზაინის სრულიად ახალ პრეცედენტს ქმნის.
ჩვენს სტუმრებს ვხვდებით არა საქმიანი, არამედ მეგობრული, გულწრფელი და პერსონალიზებული ურთიერთობის განწყობით. თუმცა, ამასთან ერთად, “ბაზზარ” სასტუმროს კონცეფციის უნიკალურობას კომფორტის, დახვეწილობის და ინოვაციური დიზაინის ერთობლიობა განაპირობებს.
მთავარი, რასაც სტუმრობის დროს გპირდებით კი ის არის, რომ აქ მიღებული გამოცდილება იქნება არაჩვეულებრივი.