ენერგოინდუსტრია

„სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“ ენერგოინდუსტრია ერთ-ერთ წამყვანი სფეროა, რომელიც ამ სექტორში რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს:

ნავთობი და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვები თუ სატერმინალო მომსახურება (Freight Forwarding)
ნავთობპროდუქტების შიდალოგისტიკური მომსახურება
ელექტროენერგიის გენერაცია და ვაჭრობა

წლების განმავლობაში მაღალკვალიფიციური მენეჯმენტის, სათანადო დაფინანსების, დამფუძნებლისა და საიმედო პარტნიორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ჩვენი ენერგომიმართულების კომპანიებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ მუდმივად მზადაა, ენერგოინდუსტრიის მიმართულებით საინტერესო პროექტები განიხილოს და უკვე შემდეგ განახორციელოს წარმატებით.

თამბაქო
„სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ შემავალი თბილისის თამბაქოს საწარმო მაღალტექნოლოგიური დანადგარებითაა აღჭურვილი, აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც წლების განმავლობაში იმკვიდრებდა თავს ქართულ ბაზარზე.

დღეს საწარმო თავის სეგმენტში ბაზრის ლიდერია, დასაქმებული ჰყავს 500-მდე ადგილობრივი და მის პორტფელში შედის სიგარეტისა და დაფასოებული თამბაქოს სხვადასხვა ბრენდი, მათ შორის, „პირველი“, „რიო“ და „ამერიკან გოლდი“.