ჩვენ შესახებ

სმარტ კაპიტალი

„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ კვალიფიციური, სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა თუ დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ბრენდს აერთიანებს, ბიზნესშესაძლებლობებს ქმნის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.

ჩვენი ისტორია

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ წარმატების ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. დაიწყო საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, შემდეგ კი ბევრი დივერსიფიცირებული მიმართულება და საინტერესო კომპანია შეემატა როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ და სხვა საერთაშორისო ბაზარზე. ჯგუფმა წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი თუ ჯანსაღი გარემო შექმნა და საკუთარი საინვესტიციო აქტივებით ისეთი ბიზნესმიმართულებები მოიცვა, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ნავთობპროდუქტები, უძრავი ქონება, სასტუმროები, სტუმარმასპინძლობა, ტექნოლოგიები, წარმოება, ლოგისტიკა და სხვა.

დღეს „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ ნებისმიერი ინვესტორისთვის სტაბილური, სანდო პარტნიორია და ახალი პროექტებისა თუ საინტერესო ინიციატივების განსახილველად მუდამ მზად არის.

ჩვენი ღირებულებები

ლიდერობა

ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ ლიდერები და ის საქმე, რასაც ერთიანი ძალებით ვქმნით, ყველასგან გამოირჩეოდეს.
გვჯერა, რომ დინამიურად და სწრაფად მზარდ ეკონომიკურ რეალობაში მრავალფეროვანი ბიზნესმიმართულებების განვითარებით მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

ზრუნვა და განვითარება

ჩვენი მიზანი წინსვლა, განვითარება და ერთმანეთზე ზრუნვაა − ვაფასებთ ძველს, თუმცა ვავითარებთ მას ახალი ინიციატივებით, პროექტებითა თუ ხედვებით. გვჯერა, რომ ამგვარი დამოკიდებულებით ახალი თაობისთვის ვქმნით შესაძლებლობებს, რაც ხელს უწყობს საუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებასა თუ განვითარებას.
თანამშრომლების, მომხმარებლების, ინვესტორების, პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შედეგად, ერთმანეთის გვერდით დგომით ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ.

ნდობა და სტაბილურობა

ჩვენი გუნდი დაპირებებშიც გულწრფელია, პატივისცემით ვეპყრობით მომხმარებლებს, ინვესტორებს და ვართ სანდო პარტნიორი თუ სტაბილური დამსაქმებელი. ვცდილობთ, თითოეული წევრისთვის ვიყოთ მეტი, ვიდრე დამსაქმებელი კომპანია და ჩვენ მიერ მაქსიმალურად დაზღვეული რისკები ნდობისა და სტაბილურობის გარანტს წარმოადგენდეს.

საქმის სიყვარული

გვჯერა, რომ როცა შენი საქმე გიყვარს და იცი, რას, რატომ და როგორ აკეთებ, ყველაფერს შეძლებ და მიზანს მარტივად მიაღწევ.

დაგროვილი გამოცდილება, საქმის სიყვარული, პროფესიონალი გუნდი და მეტი ინიციატივისკენ სწრაფვა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ და არ გავჩერდეთ.