პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა; სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ქართული საგალობელი „ავე მარია“ იანო ალიბეგაშვილთან ერთად შეასრულა, ასევე გაჟღერდა ჩაკრულო და სხვა უნიკალური საეკლესიო საგალობლები.
ამგვარი კულტურული მემკვიდრეობის გაზიარება ხელს უწყობს ურთიერთდაფასებასა და საუკუნოვან თანამეგობრობას.
ამ ისტორიულ მოვლენაში უდიდესი როლი აქვს ჩვენი ჯგუფის ფონდს “ქართული გალობა” და მის დამფუძნებლებს, – ქალბატონ ნანა გოთუასა და ბატონ ივანე ჩხარტიშვილს, რომლებიც მუდამ დგანან ქართული კულტურისა და ხელოვნების სადარაჯოზე, რომელთა გარეშეც ეს დღე ვერ შედგებოდა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, 29 ივნისს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, ქართულ საგალობლებს კვლავ შეასრულებს.