რუსთაველის ეროვნული თეატრის დარბაზში ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გახლდათ.
საღამოზე ტრისტან სიხარულიძეს „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და „ფონდ ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადასცა, გურული ტრადიციული სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციისათვის გაწეული გამორჩეული ღვაწლისათვის.