შემეცნებითი-საგანმანათლებლო პროექტი – 100 ქართული ხალხური სიმღერა კახური სიმღერების ჩაწერით გაგრძელდა. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს, ფოლკლორული ანსამბლების მიერ საკუთარი კუთხის 10 საუკეთესო სიმღერის ჩაწერას. კახური ტრადიციული, გამორჩეული სიმღერების ახლებური ვარიანტები დედას ლევანას სახელობის ანსამბლმა ,,შილდამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ჩაწერა.