ჩვენი ჯგუფის, რითეილ მიმართულების, ქართული წარმოების პრემიუმ ბრენდი Eshvikids იტალიაში, Pitti Bimbo გამოფენაზე შემოდგომა/ზამთარი 2023 წლის კოლექციას წარადგენს.
გამოფენა ფლორენციაში წელიწადში ორჯერ იმართება, ამჯერად ღონისძიება 4500-ზე მეტ საერთაშორისო ბაიერსა და პრესის წარმომადგენელს უმასპინძლებს. ახალი კოლექცია 23/24 წლის ტრენდების გათვალისწინებით ბუნებრივი და სერტიფიცირებული ქსოვილებისგან შედგება. გასულ სეზონზე კომპანიამ ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისა, როგორიც არის იაპონია და ქუვეითი.