„ფონდი ქართული გალობის“, უწმინდესი და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დავით მეფსალმუნის ბიუსტი გაიხსნა, ქანდაკების ავტორი, არაერთი საინტერესო ნამუშევრის ავტორი გიორგი კიკვაძეა. გახსნის ცერემონიალს „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია ჩხარტიშვილი, ქართული ეკლესიის, მთავრობის და ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები, ასევე ისრაელის ელჩი რან გიდორი ესწრებოდნენ.