ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი

2022 წლის 25 ოქტომბერს „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ დაფუძნდა. ფონდის ძირითადი მისია იქნება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებით ქართული სიმღერისა და გალობის სფეროში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ხელშეწყობა, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თავიანთი ინტერესებითა და უნარებით.

ფონდის დამფუძნებლები:

ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, ბიზნესმენები, „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ივანე ჩხარტიშვილი და „ასკანელი ჯგუფის“ დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე.

ფონდს ჟურნალისტი, ანსამბლ “მართვეს” აღზრდილი ლევან ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს.

ფონდის მმართველი ბორდის წევრები:

ვახტანგ კახიძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი დონაძე, ჯანგულაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი ნატროშვილი, დავით ზაუტაშვილი

დახურული ღონისძიება გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მზადდება სამუზეუმოდ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის მმართველი ბორდის წევრები, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ნანა გოთუა, პარლამენტარები რიმა ბერაძე და ქეთევან დუმბაძე და ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა „რუსთავი“ და „მართვე“.