


სმარტ კაპიტალ ჯგუფი
„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ კვალიფიციური, სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ბრენდს აერთიანებს, ბიზნესშესაძლებლობებს ქმნის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. კომპანიის წარმატების ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. დაიწყო საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, შემდეგ კი ბევრი დივერსიფიცირებული მიმართულება და საინტერესო კომპანია შეემატა.
პროექტები
მეღვინეობა
საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და ოდიდგანვე ცნობილია სტუმარმასპინძლობით, კახეთი კი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია.
სტუმარმასპინძლობა
„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელის მფლობელია.
ენერგოინდუსტრია
„სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“ ენერგოინდუსტრია ერთ-ერთ წამყვანი სფეროა, რომელიც ამ სექტორში რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს.
თამბაქო
„სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ შემავალი თბილისის თამბაქოს საწარმო მაღალტექნოლოგიური დანადგარებითაა აღჭურვილი, აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც წლების განმავლობაში იმკვიდრებდა თავს ქართულ ბაზარზე.
საცალო ბიზნესი
საცალო ბიზნესის მიმართულებით „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ დიდ ბრიტანეთში “Eshvi”-ისა და “Eshvi Kids”-ის ბრენდებითაა წარმოდგენილი. ორივე კომპანიის პროდუქციას ამერიკასა თუ ევროპაში კარგად იცნობენ და მომხმარებელთა შორის მრავლად არიან მსოფლიოში ცნობილი მსახიობები.
თანამედროვე ტექნოლოგიები
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ახალ მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების კომპანია “APP IDEA”, სადაც ციფრული ტექნოლოგიების სრული სერვისი ვითარდება.
სიახლეები
ეშვი კიდსი ფლორენციაში Pitti Bimbo-ს გამოფენაზე ახალ კოლექციას წარადგენს
ჩვენი ჯგუფის, რითეილ მიმართულების, ქართული წარმოების პრემიუმ ბრენდი Eshvikids იტალიაში, Pitti Bimbo გამოფენაზე შემოდგომა/ზამთარი 2023 წლის კოლექციას წარადგენს. გამოფენა ფლორენციაში წელიწადში ორჯერ იმართება, ამჯერად ღონისძიება 4500-ზე მეტ საერთაშორისო ბაიერსა და პრესის წარმომადგენელს უმასპინძლებს. ახალი კოლექცია 23/24 წლის ტრენდების გათვალისწინებით ბუნებრივი და სერტიფიცირებული ქსოვილებისგან შედგება. გასულ სეზონზე კომპანიამ ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისა, როგორიც არის იაპონია და
იანვარი 16, 2023 Read moreედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია
2016 წლიდან, სმარტ კაპიტალ ჯგუფის და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით დაარსდა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით, რომელიც თსუ-ს, თსკ-ს და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცემათ. წლევანდელი სტიპენდიანტები არიან: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, მონოზონი ნინო სამხარაძე; გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ანსამბლ “იალონის” წევრი თეონა ბენაშვილი; გალობის უნივერსიტეტის ბაკალავრი, ანსამბლ
ნოემბერი 25, 2022 Read moreფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, როგორც რეგიონში ყველაზე წარმატებული თიზ-ის მოდელი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეირჩა, როგორც რეგიონში ყველაზე წარმატებული თიზ-ის მოდელი. ADB-ის უშუალო მიწვევით ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ და ინვესტიციების მოზიდვის უფროსმა თამარ სახეიშვილმა მონღოლეთის მთავრობას გაუზიარეს ფოთის თიზ-ის მართვის გამოცდილება და მისცეს რეკომენდაციები მონღოლეთის თიზ-ების ეფექტურად მოწყობასთან დაკავშირებით.
ნოემბერი 17, 2022 Read moreფონდმა “აი ია“- ელექტრონული წიგნი გამოსცა
ჩვენი ჯგუფის საქველმოქმედო ფონდი “აი ია“ განსაკუთრებულია მისი პროგრესული და სასარგებლო პროექტებით. ამჯერად, ფონდმა ელექტრონული წიგნი გამოსცა, რომელიც არის დამხმარე სახელმძღვანელო სპეციალურად სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად.
ნოემბერი 11, 2022 Read more