ჩვენი ჯგუფის მეღვინეობა Shilda Winery • მეღვინეობა შილდა, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენა ProWein-ში მონაწილეობს.
“კირკე”, „ლითერმენი“ და „რუსთაველი საფერავი ქვევრი“ – ეს ის ღვინოებია, რომლებმაც გამოფენაზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
სამ დღიან გამოფენაზე მსოფლიოს 61 ქვეყნის 6 000-ზე მეტი მწარმოებელი საკუთარ პროდუქციას 5000- მდე ვიზიტორს წარუდგენს.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წარმოება მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის გამოფენაზეა წარმოდგენილი. ყოველივე ეს ხელს უწყობს ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობის გაზრდას და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვას.