ჩვენი ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ოზურგეთში სმენის კვირეული ჩატარდა, სადაც უფასო კონსულტაცია და თერაპია 25-მდე ოჯახმა მიიღო;
საქველმოქმედო ფონდი ,,აი იას“ და ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი ,,ბეკარის“ მიერ, პირველ საჯარო სკოლაში საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ვორკშოპები და პრაქტიკული სამუშაო ჩატარდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის განკუთვნილი პროგრამების და სერვისების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას“ დირექტორმა ნანა გოთუამ და ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკარის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა მოაწერეს.