საქართველო ღვინისა და სტუმარმასპინძლობის სამშობლოა, კახეთი კი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონი, რომლის მნიშვნელოვანი, განუყოფელი ნაწილი სოფელი შილდაა. სწორედ შილდაში, სმარტ კაპიტალ ჯგუფი უახლესი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიით აღჭურვილ ქარხანაში, მეღვინეობას უძღვება.

წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, პროდუქტი კი იმ ტრადიციების საფუძველზე იქმნება, რითიც მთელი ქვეყანა საუკუნეებია ამაყობს.

მეღვინეობა შილდა

მეღვინეობა შილდა  2015 წელს შეიქმნა. სოფელ შილდაში მდებარე იტალიური და ფრანგული ენერგოეფექტური დანადგარებით აღჭურვილი თანამედროვე ღვინის ქარხანა უმაღლესი ხარისხის ღვინოს, ჭაჭას და კონიაკს აწარმოებს. კომპანიის მთავარი ღირებულება ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ამ მემკვიდრეობის ახალი ხედვით განვითარებაა.

კაკაბაძე

“კაკაბაძე“ მეღვინეობა შილდას განსაკუთრებული ბრენდია.

მასში თავმოყრილია უძველესი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები, ხოლო ბოთლებს ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის ნახატების სერიის, „იმერული პეიზაჟების“ მიხედვით დამზადებული ეტიკეტები ამშვენებს, რომლის გამოყენების უფლებაც კომპანიამ, მხატვრის ოჯახის თანხმობის საფუძველზე, ექსკლუზიურად მიიღო.

ამ ფორმით გამოხატულია ორი ეროვნული მნიშვნელობის – ღვინისა და ხელოვნების ტანდემი.

რუსთაველი

„რუსთაველის“ სახელის ქვეშ გაერთიანებულია როგორც ქართული ვაზის განსაკუთრებული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, ასევე მრავალწლიანი დაძველების, ე.წ. საოჯახო მარაგის კონიაკები, როგორიც არის 50 წლიანი დაძველების “X.O”, ლიმიტირებული რაოდენობის „საფერავი“ და ქვევრის „საფერავი“, ასევე, „ცოლიკაური“, „კრახუნა“ და „შარდონე“.

კირკე

კირკე „მეღვინეობა შილდას“ ერთ-ერთი ახალი, გამორჩეული ხაზია, რომელიც ბაზარზე 4 სახეობის პროდუქტით არის წარმოდგენილი: ოცხანური საფერე, საფერავი, გოდეს ბლენდი და ღვინისგან დისტილირებული არაყი.

პრემიუმ ხარისხის ღვინო „ღამის რთველით“ არის ცნობილი: ყურძნის არომატისა და საუკეთესო თვისებების შესანარჩუნებლად, კირკეს მოსავალი გვიან ღამით, მზის ამოსვლამდე იკრიფება, რაც მას უფრო მეტად გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან.

ლითერმენი

ლითერმენი „მეღვინეობა შილდას“ ახალგაზრდული ხაზია, რომელიც ახალი თაობის თავგადასავლებით სავსე, აქტიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ღვინის ტრადიციული წარმოდგენები თანამედროვე ღირებულებებით ჩაანაცვლა.