სმარტ კაპიტალ ჯგუფის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს უძრავი ქონების მიმართულება დაემატა.
ამ ეტაპზე, ჰოლდინგური კომპანია, პარტნიორებთან ერთად, ოთხ მიმდინარე პროექტს ახორციელებს, როგორც თბილისში, ისე მის შემოგარენში. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების გარდა, სამშენებლო მიმართულება კერძო დასახლების სრულიად თანამედროვე კონცეფციასაც მოიცავს.
პროექტი „გერგეტი“
პროექტი გერგეტი „Hillside development”-ის ახალი პრესტიჟული საცხოვრებელი სახლია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და კოლორიტულ უბანში, სოლოლაკში, კერძოდ გერგეტის ქუჩაზე მდებარეობს.
ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ პერიმეტრზე განთავსებული კომპლექსი აერთიანებს კომერციულ ზონებს, ღია ტერასებს, მყუდრო ბინებს თბილისის საოცარი პანორამული ხედებით, მიწისქვეშა საპარკინგე ზონას, 24/7 დაცვას, კონსიერჟის სერვისს და სხვ. პროექტი სრულდება 2025 წელს.
პროექტი „ტაბახმელა“
ჰილსაიდ დეველოპმენტი წარმოგიდგენთ თბილისთან ახლოს, ტაბახმელას ეკოლოგიურად სუფთა, წყნარ და უსაფრთხო გარემოში მდებარე ახალ, კერძო დასახლებას.
50 ჰექტარზე განლაგებული პრესტიჟული უბანი მომხმარებელს შესთავაზებს 323 ვილას, კომერციულ ფართებს, ბინებს და თანამედროვე ურბანიზაციის ყველა საჭირო პირობას.
პროექტი „აგრეგატი“
პროექტი „აგრეგატი“ თბილისში მდებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია.
მყუდრო დასახლება 4.6 ჰექტარზეა განლაგებული და აერთიანებს მრავალბინიან სახლებს, რეკრეაციულ და გასართობ ზონებს, ასევე, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
პროექტი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრ East Point-თან ორი წუთის სავალზე, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთში, ხოლო თბილისის აეროპორტიდან 10 წუთში მდებარეობს.
პროექტი „ნადარეიშვილი“
საცხოვრებელი კომპლექსი „ნადარეიშვილი“ სმარტ კაპიტალ ჯგუფის ერთ-ერთი ახალი, მიმდინარე პროექტია.
1 ჰექტარზე განლაგებული მყუდრო დასახლება მოიცავს ბინებს, სპორტულ მოედნებს, საბავშვო სკვერებს, კომერციულ ფართებსა და საპარკინგე ზონას.
კომპლექსი სამგორში, ძველი ქალაქიდან 12 წუთის სავალზე მდებარეობს. 13 წუთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, 2 წუთში კი თბილისის ცენტრალური გზატკეცილია.