სმარტ კაპიტალ ჯგუფი
სმარტ კაპიტალ ჯგუფი სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოსა თუ დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ბრენდს აერთიანებს, ბიზნესშესაძლებლობებს ქმნის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
ჩვენი ისტორია
სმარტ კაპიტალ ჯგუფის წარმატების ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინ, საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაიწყო. მოგვიანებით კომპანიამ დივერსიფიცირებული მიმართულებები და განსხვავებული პროფილის კომპანიებიც მოიცვა როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ და სხვა საერთაშორისო ბაზარზე.
წლების განმავლობაში ჯგუფმა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, საკუთარი საინვესტიციო აქტივებით კი ისეთი ბიზნესმიმართულებები მოიცვა, როგორებიცაა: სტუმარმასპინძლობა, მეღვინეობა, საცალო ვაჭრობა, წარმოება, ენერგეტიკა, ნავთობპროდუქტები, უძრავი ქონება, ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვა.
დღეს სმარტ კაპიტალ ჯგუფი ინვესტორებისთვის სტაბილური, სანდო პარტნიორია, რომელიც მზად არის ახალი პროექტებისა და საინტერესო ინიციატივების განსახილველად.
ჩვენი ღირებულებები